Monday, August 3, 2009

ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე


მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიური კრიზისი გრძელდება,თუმცა კეთდება განცხადებები იმის შესახებ რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის იმდენად ინტეგრირებული მსოფლიოს ეკონომიკაში რომ მსოფლიო კრიზისმა მასზე მნისვნელოვანი გავლენა მოახდინოს,თუმცა ფაქტია რომ კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ქართულ ეკონომიკაზე,განსაკუთრებით კი საფინანსო ინსტიტუტებზე,ეკონომიკური ზრდის ტემპები აშკარად შენელდა.
ერთი წლის წინ საქართველო გაცილებით უფრო მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის,უცხოელი და არა მარტო უცხოელი ინვესტორები გამალებით ეძებდნენ ადგილს სადაც ფულის დაბანდებას შეძლებდნენ,ახლა კი ვითარება შეიცვალა,რისი მიზეზიც ეკონომიკური კრიზისია რომლის ფონზეც ინვესტორები თანხის დაკარგვის შიშით თავს არიდებენ ფულის დაბანდებაც და მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიც კი რომელთაც ფული ყოველთვის ქონდათ ახლა თავიანთ ბიუჯეტსაც გაჭირვებით აფინანსებენ,თუმცა საქართველოში ინვესტირებისგან თავშეკავების მიზეზი შეიძლება ის გეოპოლიტიკური მდგომარეობაცაა რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება,ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა აგვისტოს ომმაც.
ბუნებრივია ომგამოვლილ ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნებოდა,მაგრამ საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორში არსებულ პრობლემათა უმეტესობას ომის მიერ გამოწვეულ შედეგს ვერ ვუწოდებთ რადგან ამ სექტორებს პრობლემები არც აგვისტომდე– ივნის–ივლისში აკლდათ და ომმა ისინი უბრალოდ გაამწვავა და ზედაპირზე ამოატივტივა რადგან საქართველოს საბანკო სექტორი უცხოური ინვესტიციების კლებასა და შესაბამისად საკრედიტო რესურსების სიმწირეს ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდეც განიცდიდა.
საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ,მთავარი ამოცანა იყო ფინანსური სტაბილურობის და მაკროეკონომიკური სიმყარის შენარჩუნება,ამის ერთ–ერთი მიზანი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება იყო,რადგან გაცვლითი კურსი,საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობის ერთ–ერთი საზომია.დღეისათვის, კრიზისმა ყველაზე ძლიერი ასახვა ეროვნულ ვალუტაზე ჰპოვა. ნოემბრის თვის განმავლობაში ლარის კურსმა საგრძნობლად იწყო კლება. საქართველოს სავალუტო ბაზარზე 2 წელიწადზე მეტია, ლარის კურსის სტაბილური გამყარება ფიქსირდებოდა. 2007 წლის დასაწყისში, აშშ დოლარის ნომინალური გაცვლის ოფიციალური კურსი შეადგენდა 1,7135 ლარს, ხოლო 31 დეკემბერს _ 1.5916 ლარს. 2008 წელს ლარის გამყარება გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, უკვე 1,42 ლარს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში, იგი ხელოვნურად იყო შენარჩუნებული. ნოემბრის თვის დასწყისში, ლარმა მკვეთრი კლება განიცადა და დღეისათვის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 1,65 ლარს შეადგენს, ანუ დაფიქსირდა კურსი, რომელიც წლის დასაწყისისთვის არსებული კურსზე 0.05 ერთეულით მაღალია. ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, კურსის 16%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეროვნული ბანკი გარკვეული დროის მანძილზე, ხელოვნურად ცდილობდა კურსის გამყარებას აშშ დოლართან მიმართებაში, თუმცა ამ ხელოვნური გამყარების ხერხმა არ გაამართლა და საბოლოოდ ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი ვარდნა განიცადა.

საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი ხელისშემწყობი გარემოებაა, პრივატიზების პროცესის შეჩერება. საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების უმეტესობა ან საერთოდ არ იყიდება ან თუ იყიდება დაგეგმილზე გაცილებით მცირე ფასად. პრობლემები შეიქმნა უკვე შეთანხმებულ ინვესტიციებზეც, რადგან ინვესტორების უმეტესობა ერიდება პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ჩაიშალა გრანდიოზული პროექტი, `კალა კაპიტალი,” რომელსაც კახი კალაძე ანხორციელებდა. მასში დიდი ფული უნდა ჩადებულიყო.
ეკონომიკური კრიზისი აისახება, ასევე პროდუქტების ფასებზე. საგრძნობლად მოიმატა ფასებმა სურსათზე და ყოველდღიური, მოხმარების ნივთებზე, რამაც ასახვა ჰპოვა საარსებო მინიმუმზეც, რომელიც რამდენიმე ლარით გაიზარდა.

No comments:

Post a Comment