Monday, August 3, 2009

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა ქართულ საბანკო სექტორზე


საქართველოში ბოლო წლებია საბანკო სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა და საქართველოს ეკონომიკის ხერხემლადაც ჩამოყალიბდა,2008 წლის დასაწყისისთვის საბანკო სისტემის აქტივებმა 8 მილიარდს გადააჭარბა რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 % –ზე მეტია.სწორედ ამან გამოიწვია ის აჟიოტაჟი რაც საბანკო სექტორში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა,რადგან საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის მდგომარეობა.
საბანკო სექტორი კრიზისის დროს ყველაზე მეტად მგრძნობიარეა და ამ მხრივ არც ქართული შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.
ივნისში ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა თითქმის ყველა ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე,გაძვირდა იპოთეკური და სმომხმარებლო კრედიტები,რამაც პრობლემები შეუქმნა როგორც დეველოპელურ და სამშენებლო კომპანიებს ისე ადგილობრივ წარმოებასაც,ეს მოვლენა ბანკებმა მსოფლიო ფინანსურ კრიზისსა და ინფლაციას მიაწერეს.ამას ისიც დაემატა რომ აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ბანკებიდან ანაბრების გატანა,საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,აგვისტო–სექტემბერში ბანკებიდან 300 მილიონ ლარზე მეტი იქნა გატანილი,საქართველოსი არსებული ბანკების აქტივები კი 700 მილიონი ლარით შემცირდა,ამ ყველაფერმა კომერციულ ბანკებს უფრო გაუმძაფრა პრობლემები და ზოგიერთი მათგანი კრახის წინაშეც კი აღმოჩნდა.
საქართველოში ბოლო წლებია საბანკო სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა და საქართველოს ეკონომიკის ხერხემლადაც ჩამოყალიბდა,2008 წლის დასაწყისისთვის საბანკო სისტემის აქტივებმა 8 მილიარდს გადააჭარბა რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 % –ზე მეტია.სწორედ ამან გამოიწვია ის აჟიოტაჟი რაც საბანკო სექტორში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა,რადგან საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის მდგომარეობა.
საბანკო სექტორი კრიზისის დროს ყველაზე მეტად მგრძნობიარეა და ამ მხრივ არც ქარტული შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.
ივნისში ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა თითქმის ყველა ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე,გაძვირდა იპოთეკური და სმომხმარებლო კრედიტები,რამაც პრობლემები შეუქმნა როგორც დეველოპელურ და სამშენებლო კომპანიებს ისე ადგილობრივ წარმოებასაც,ეს მოვლენა ბანკებმა მსოფლიო ფინანსურ კრიზისსა და ინფლაციას მიაწერეს.ამას ისიც დაემატა რომ აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ბანკებიდან ანაბრების გატანა,საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,აგვისტო–სექტემბერში ბანკებიდან 300 მილიონ ლარზე მეტი იქნა გატანილი,საქართველოსი არსებული ბანკების აქტივები კი 700 მილიონი ლარით შემცირდა,ამ ყველაფერმა კომერციულ ბანკებს უფრო გაუმძაფრა პრობლემები და ზოგიერთი მათგანი კრახის წინაშეც კი აღმოჩნდა.
არსებული სიტუაციის სიმძიმის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს მინიმალური სავალდებულო რეზერვი 13–დან 5% –მდე შეუმცირა,გარდა ამისა ფინანსური მონიტორინგის ლიკვიდობის კოეფიციენტი 10%–ით შეამცირა,30 დან 20–მდე.
მართალია ამ ღონისძიებებმა ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა მაგრამ,ეს ბანკებს ვერ იხსნიდა,რომ არა ის დახმარებები რომლებიც საქართველოს მსოფლიოს მარავალმა ქვეყანამ გამოუგზავნა,აგვისტოს ომის შემდეგ,მათ შორის ამერიკამ – 1 მილიარდი დოლარი,ევროკავშირმა 500 მილიონი,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 750 მილიონი გამოყო.
საქართველომ ფინანსური რესურსების ნაწილი უკვე მიიღო,ნაწილს კი ტრანშების სახით ნელ–ნელა მიიღებს.საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად იქნა გმოყენებული,რაც საქართველოსი ფინანსური სტაბილურობის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.სავალუტო ფონდის დახმრება ლარის კურსს გაამყარებს.
ქართული ბანკები ორი თვის განმავლობასი არ გასცემდნენ კრედიტებს და ამ მხრივ არც ახლაა გამონაკლისი,მართალია ნაწილობრივ აღდგა კრედიტების გაცემა მაგრამ იმდენად რთული პირობებით რომ მისი მიღება მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუზლია.ბანკებიდან მასიურად ხდება თანამშრომლების დათხოვნა,რაც ამ სფეროში შექმნილ მძიმე მდგმარეობაზე მიუთითებს.

The Crisis of Credit Visualized from Jonathan Jarvis on Vimeo.

No comments:

Post a Comment